
614. სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო მამაო, როდესაც ვინმეს სხვისი საქმიანობის შესახებ ვუყვები, და აღვნიშნავ, რომ მე არ განვიკითხავ მას, არამედ მხოლოდ ვლაპარაკობ, ამ დროს ძვირისხსენება ხომ არაა ჩემს აზრში?
614. სხვა ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი ჩემო მამაო, როდესაც ვინმეს სხვისი საქმიანობის შესახებ ვუყვები, და აღვნიშნავ, რომ მე არ განვიკითხავ მას, არამედ მხოლოდ ვლაპარაკობ, ამ დროს ძვირისხსენება ხომ არაა ჩემს აზრში?
558. შესაძლოა ვინმე ძვირს არ ამბობს სხვაზე, მაგრამ სიამოვნებით ისმენს ძვირის ხსენებას, ამის გამო ედება თუ არა მას მსჯავრი?
557. ვინც სხვის ძვირის ხსენებას დაიწყებს და გონს მოეგება, როგორ უნდა მოიქცეს?
რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.
ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი“.
ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმიდის სრული მოსპობ... იხილეთ სრულად
თუ გაიგებ, რომ ვინმემ შენზე ცუდი თქვა, შემდეგ კი მას სადმე შეხვდები ან შენთან მოვა, კეთილგანწყობითა და მხიარული სახით მიიღე იგი და გაგახსენდება რა ის, რაც გაიგონე, ნუ ჰკითხავ, რატომ თქვა მან ასე.
ცუდ სიტყვებს ყველაზე უკეთ კარგი საქმეებით გააქარწყლებ
თუ შეიტყობ, რომ ვინმე თქვენს შესახებ ცუდს ამბობს, ისე მოექეცი მას, თითქოს შენზე კარგი ეთქვას.
თვით ეშმაკზე ავისმეტყველებაც კი (რომლის მტრობაც, სხვათა შორის, აუცილებელია), არ არის დასაშვები ჩვენთვის (იუდ. 1, 9).