ან, იქნებ, არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთ ხორც.
ხოლო, ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი...
იხილეთ სრულად
ან, იქნებ, არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთ ხორც.
ხოლო, ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა; ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
თ. 6-7
link
უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.
რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.

მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.
რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას.
საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენ...
link
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.
...

გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.
უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.
თ. 4-5
link
სიძვისმოყვარეობის გველი მრავალგვარია. ვისაც ცოდვის სიტკბო არ უგემია, იგი ჩააგონებს, რომ ერთხელ მაინც იგემოს ის და აცდუნებს, ხოლო მათ, ვინც გამოცდილნი არიან, სიამოვნების გახსენებით შეაცდენს.
პირველთაგან, რადგანაც ცოდვის გემო...
იხილეთ სრულად
სიძვისმოყვარეობის გველი მრავალგვარია. ვისაც ცოდვის სიტკბო არ უგემია, იგი ჩააგონებს, რომ ერთხელ მაინც იგემოს ის და აცდუნებს, ხოლო მათ, ვინც გამოცდილნი არიან, სიამოვნების გახსენებით შეაცდენს.
პირველთაგან, რადგანაც ცოდვის გემო არ იციან, აღარც შესაბამის ბრძოლებს განიცდიან, ხოლო მეორენი კი დიდ ტანჯვას და ბრძოლას დაითმენენ. ზოგჯერ კი შეიძლება, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მოხდეს.
link
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვე...
იხილეთ სრულად
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს.
6; 9-10
link
ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.
თ. 7-9
მუცლის მაამებელი და ამასთან ერთად სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს.
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას ისე, რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა...
იხილეთ სრულად
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას ისე, რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა შეპყრობილი და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: “.. ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა” (მათ. 5, 28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა:...
link
მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
თ. 22-23