აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულისთქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს.
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი... იხილეთ სრულად
მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტევა. ძველი გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს.
გულისსიტყვებით შენი სიმტკიცე ნუ მოდრკება. სიმხნევე, იმედი, სიმამაცე იქონიე. ეშმაკის ხრიკებია, ცხონების იმედი რომ გაგიქარწყლოს.
50. თუ ხანგრძლივად ღმერთს მივაპყრობთ ყურადღებას და გულდასმით ვიზრუნებთ სულის ვნებიან ნაწილზე, მაშინ გულისთქმების შემოტევისას უკვე აღარ გადავუხვევთ მართებული გზიდან, არამედ ზუსტად გავიგებთ მათ მიზეზებს და აღვკვეთთ მათ, წინდახედულებ... იხილეთ სრულად