მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები
მღვიძარება, სიფხიზლე - ციტატები, გამონათქვამები მღვიძარება, სიფხიზლე, გამონათქვამები
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოც... იხილეთ სრულად
ლოცვა დამქანცველი შრომა როდია. ეს შინაგანი მოღვაწეობაა, სულის თბილი ლმობიერებაა. მაგრამ ლოცვა საჭიროებს მარხვასა და მღვიძარებას. მარხვა აშრობს ვნებებს, მღვიძარება კი – მოაკვდინებს. ლოცვა ადამიანს ფრთებს ასხამს და ცაში აჰყავს, ციურ... იხილეთ სრულად
29. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე სულგრძელებას იჩენს, თავმდაბლობს, მღვიძარებს, მმარხველობს, ხოლო თუ ვინმე ამ ოთხის გარეშე შეეცდება შევიდეს ზემორე ზღვაში, იშფოთებს გულით, გადალახვას კი ვერ შეძლებს.
219. ღვთის შიში და მამხილებლობა მწუხარებას განისაკუთრებს, ხოლო მმარხველობა და მღვიძარება შეჭირვებას თანაშეეტკბობა.
70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღ... იხილეთ სრულად
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძე... იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ... იხილეთ სრულად
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხო... იხილეთ სრულად
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეი... იხილეთ სრულად
45. დაიუძლურე სხეული მარხვითა და მღვიძარებით, დაუზარებლად ივარჯიშე ფსამუნებასა და ლოცვაში, მაშინ უბიწოების ნათელი გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.