რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.
როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და...
იხილეთ სრულად
როცა განსაცდელს ვითმენთ, ის გამოცდილების სიბრძნეს მოგვმადლებს და ამგვარად ვხდებით ფილოსოფოსები. თუ არ დავმდაბლდით, განსაცდელებით ჩვენი სწავლება არ შეწყდება. ეგოიზმი განსაცდელს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, თრგუნავს და ასუსტებს მას.
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვ...
იხილეთ სრულად
სანამ ახალგაზრდები ვართ, განსაცდელები უნდა გავიაროთ, რადგან ახალგაზრდობა ადვილად მარცხდება; დროთა განმავლობაში ბრძოლა დაცხრება და სანუკვარი მშვიდობა მოვა. სიმხნევე და მოთმინება იქონიე. იმედს ნუ დაკარგავ, როგორც არ უნდა გებრძოდეს ვნებები. ღმერთს უყვარს ის, ვისაც თავს ესხმიან, ის კი იბრძვის. გამხნევდი და ილოცე ჩემთვის – ზარმაცის, უწმინდურის, უღირსისა და საძაგლისთვის!