წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის ამაოება, გამონათქვამები, ციტატები
603. თუ საჭიროდ მივიჩნიე, რომ ნეტარი აბბას დადგენილ ანდერძში რაღაცა შესაცვლელია, ან სავანეში რაიმე შესასწორებელია, დამრთავ ამის ნებას თუ არა?
"ხილული დროებითია" (2 კორ. 4, 18). რატომ უნდა შევყურებდეთ დროებითს? რა სარგებელი აქვს ქვიშაზე შენებას, წყალზე წერას, ქარის დევნას ან მორბენალი ჩრდილის მიყოლას. რატომაა, რომ ანგარებით, პატივმოყვარე, შურიან ადამიანს გაუმაძღვარი თვალ... იხილეთ სრულად
ნუ მოისურვებ სიკეთეებს, რომელთაც ოდესმე ვეღარ მოიხმარ, მუდმივად ფლობას კი ვერ შეძლებ.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს, რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან, მოპოვება - შიშთან, დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული.
როცა სხეულს გაეყრები, მაშინ ინანებ, რომ ამდენს ზრუნავდი იმაზე, რასაც შენთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს.