სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ქრისტე აღდგა! რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სი... იხილეთ სრულად
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).
ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში...
ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია
პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს
ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩ... იხილეთ სრულად
"შეურიგდით ღმერთს", - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველზე დიდი და ... იხილეთ სრულად