ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სათნო ყოფისათვის, გამონათქვამები
თუ გსურს, მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო (ამბა ევაგრე)
თუკი საკუთარ თავში არ გრძნობ სურვილს, აღასრულო ის, რაც უფალს ესათნოება, მაშინ ბრმაც ხარ, ყრუც, მუნჯიცა და ხელ-ფეხიც გაკლია, განრღვეულზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იმყოფები.
თავიდან პატივი მივაგოთ უფალს, ხოლო შემდეგ უკვე სხვა დანარჩენზე ვიზრუნოთ
ყოველი საქმის შესახებ, რომელსაც განიზრახავ, ნუ იკითხავ წინასწარ, იქნება თუ არა სასიამოვნო, გამოსადეგი შენთვის და საქებარი ადამიანთა წინაშე, არამედ, უწინარეს ყოვლისა გამოსცადე, იქნება თუ არა იგი უფლისთვის სათნო, ხომ არ ეწინააღმდეგე... იხილეთ სრულად
ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერზე ისე იფიქრე, რომ სათნოეყო უფალს: და თუკი ასე არ ფიქრობ, ყოველგვარი შენი საქმე უფასურია
ვიღაცამ ჰკითხა აბბა პიმენს: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? ბერმა უპასუხა: "შევხედოთ დანიელს (წინასწარმეტყველს): მას გარდა ღვთისადმი მსახურებისა, სხვა ბრალდება ვერ მოუძებნეს.
ღვთისთვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი მოწოდება, შენი ყველა ქმედების კანონი.
ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის
ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა