ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები
ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55).
ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში
ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, იგი ღებულობს უხვ ჯილდოს და ღირსეულ მიგებას მართალი მსაჯულისაგან.
ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს თავისი ჯვარი, როგორც მოგზაურს - თავისი კვერთხი.
ჭეშმარიტი ქრისტიანი მუდმივად ჯვარისმტვირთველია და ქრისტიანული ცხოვრება კი - განუწყვეტელი ჯვარის ტვირთვა.
ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმითა და გულისთქმით.
მდიდარი ქრისტიანები, თუკი ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, სრულებით ღატაკნი არიან, ვინაიდან ზეციურ სიკეთეებთან შედარებით თავის ოქროს ფერფლად მიიჩნევენ, თანაც მათ სიმდიდრეს ის შეადგენს, რაც სრულებით არ ახარებთ
ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ქვეყანამ ერთი მეგობარიც კი არ გაიმეტოს მისთვის.
ქრისტიანის ჭეშმარიტი პატივი არის ღვთის დიდება, ჭეშმარიტი მოშურნეობა პატივისა - არის ღვთისა და მოყვასისადმი მხურვალე სიყვარული.