სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები
სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები სიცრუე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა
არა არს უბოროტეს წყლულებასა სიცრუვისა და ტყუვილისასა. ამისგან დაიცვენით თავნი თვისნი, ძმანო, და ნუმცა გეუფლების თქუენ სული სიცრუვისაი
ვაი არს კაცისა მის საწყალობელისა ცრუისა და მზაკვარისა და მატყუვარისა, რომელი მსგავს არს ეშმაკისა, რამეთუ ეშმაკი დასაბამითგან მტყუვარი არს, და ყოველი ტყუვილი და სიმწარე თესლისა მისისაგან აღმოცენებულ არს. და არს იგი მოძულებულ ღმრთის... იხილეთ სრულად
ერთმანეთზე შეხლისას რკინა და ქვა ცეცხლს აღმოაცენებენ. მრავლისმეტყველება და განცხრომა ერთად სიცრუეს ბადებენ
გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალ... იხილეთ სრულად
თუ დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წარსწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა. - მაშ იმათ რაღა ქნან, ვინც სიტყვას ცრუ ფიციც დაამატეს