ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება.
სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური...
იხილეთ სრულად
სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური თვითგამოკვლევით ხვეწენ, ამ სოფლისათვის თავს უკვე უცხოდ მიიჩნევენ. ამსოფლიური ამაოებით შეპყრობილ ადამიანებს კი მათი დახვეწილი, ფაქიზი ქმედებანი უცნაურად ეჩვენებათ.
სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ჩვენდა სამსახურად და მსხვერპლშესაწირად – მცენარეებიდან დაწყებული ცხოველებამდე და ფრინველებამდე, უმც...
იხილეთ სრულად
სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ჩვენდა სამსახურად და მსხვერპლშესაწირად – მცენარეებიდან დაწყებული ცხოველებამდე და ფრინველებამდე, უმცირესიდან უმაღლესამდე; ადამიანისათვის, რათა მისთვის ხსნა მოეპოვებინა, თვითონაც კი გაიღო მსხვერპლად თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი უგულისყურო რჩება ღვთის ყველა სიკეთისადმი და აწყლულებს მას თავისი უზომო უმადურებითა...
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარ...
იხილეთ სრულად
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი "რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთი-მეორეს" (რომ. 2,15). სწორე...
იხილეთ სრულად
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი "რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთი-მეორეს" (რომ. 2,15).სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ უფლის შეწევნით, გამოსწორების იმედი...
იხილეთ სრულად
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ უფლის შეწევნით, გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის საწინდარი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, სწორად იქცევა თუ არა.
სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთ...
იხილეთ სრულად
სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფ...