ღვთის მსჯავრი, სასჯელი - ციტატები, გამონათქვამები

ღვთის მსჯავრი, სასჯელი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის მსჯავრი, სასჯელი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე ოქროპირი

იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება. იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად

link
image

შრომისგან, როგორც ღვთის სასჯელისგან თავის არიდება (შეს. 3, 19) განა შესაძლებელია დიდი სასჯელის გარეშე? შრომისგან, როგორც ღვთის სასჯელისგან თავის

link
ნეტარი ავგუსტინე

ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული. ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია

link

საღვთო სიწმინდე და სიმართლე ურთიერთისგან განუყოფელია. ღმერთი ყველას მოუხმობს მასში, მის სასუფეველში, ანუ საღვთო სიწმინდეში მარადიული ცხოვრებისაკენ. ოღონდ, ღვთის სასუფეველში ვერ შევა ვერაფერი უწმინდური. ღმერთი განგვწმენდს თავისი სა... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც ამბობ: ღმერთი კაცთმოყვარეაო და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს თუ ის კაცთმოყვარე აღარ იქნება, დაგსჯის. როდესაც ამბობ: ღმერთი კაცთმოყვარეაო და ამიტომ

link
წმ. იოანე დამასკელი

თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის... იხილეთ სრულად

link
ნეტარი ავგუსტინე

თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს. თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო

link

თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებს ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს. იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე ოქროპირი

ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, ერთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს - უფალი განარისხოს. ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, საშინელება

link

ფიზიკური უბედურებანი ცოდვის შედეგსა და იმავდროულად საღვთო სასჯელსაც წარმოადგენს. ეს ასახულია ღვთის სიტყვებში, რომლითაც მან პირველმშობლებს მიმართა სამოთხიდან განდევნისას. ცხადია, სასჯელი არსებობს, როგორც ადამიანის შემდგომი და საბოლ... იხილეთ სრულად

link

ღვთის მსჯავრი, სასჯელი, გამონათქვამები

2