სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე და ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მთ. 7, 18).
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.
დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. ხომალდს პატარა საჭე სასურველ მიმართულებას აძლევს, ასევეა ენაც; იგი ადამიანს ან სიკეთისკენ მიმართავს, ან ბოროტებისკენ. წმინდა მამები სასტიკად კიცხავენ სხვისი ცოდვის, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს
უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპ... იხილეთ სრულად
ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის". ბოროტი ადამიანები ბოროტებით თავსაც იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისა... იხილეთ სრულად
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხო... იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ... იხილეთ სრულად