წუთისოფლის სიამოვნებანი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის სიამოვნებანი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის სიამოვნებანი, გამონათქვამები
728. რას მოიპოვებს ისეთი ადამიანი, რომელიც ეძიებს მიწიერ კეთილდღეობას და ისეთი, ვინაც ზეციური სიკეთისაკენ მიილტვის?
483. როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება მხოლოდ ამა ქვეყნისათვის მცხოვრები ადამიანის სული, როცა ის პირისპირ წარსდგება სიკვდილის წინაშე?
253. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები იმათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრება სალხინოდ და თავის შესაქცევად მოგვეცა?
ცოდვილი კაცის თვისება სწორეთ ის არის, რომ იგი ერთის წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს, თავის სულს აზღვევს სოფლის ერთ უბრალო გემოვნებისათვის.
128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული, ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს.
60. ისინი, რომლებიც საკუთარი არჩევანით სიამეებს ექვემდებარებიან, მუდამჟამს უარს ამბობენ შესაძლებელზე როგორც შეუწევნელზე.
174. შეჭირვების ჟამს დაუკვირდი სიამეთნდომის შემოტევას, რადგან გიამებს რა გასაჭირს, ადვილშესაწყნარებელი ხდება (ე.ი. ამ გზით სიამეთნდომა ადვილად შემოდის ჩვენში).
161. როდესაც გული ვნებულია სიამით, აღმოცენდება დამაწყლულებელი გულისზრახვები და სიტყვები, და კვამლისგან შიგნითმდებარე ნივთს შევიცნობთ.