ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.
რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმ... იხილეთ სრულად
ვინც სხვას ცოდვაში ითრევს, ის უმეტეს დანაშაულს ჩადის, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე სცოდავს.
არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც.
რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო. ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს! რაღასთვის დავიმატოთ სხვისი?
ერთ ბერს უამბეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთნი ანგელოზთა ხილვის ღირსნი ხდებიან. ბერმა უპასუხა: "ნეტარნი არიან ისინი, ვინც განუწყვეტლივ ხედავენ დაკუთარ ცოდვებს".