განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. ... იხილეთ სრულად
82. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად იმას გვასწავლის, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ.
55. ისევე, როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ამგვარადვე რგებთ ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა.
54. დაემკვიდრე გონებაში და არ გაიტანჯები განსაცდელთა მიერ, ხოლო მისგან განშორებულმა დაითმინე მოსაწევარნი (განსაცდელნი).
204. ყოველი შეჭირვება ააშკარავებს ჩვენი ნების მიდრეკილებას, მარჯვნივაა იგი მიდრეკილი თუ მარცხნივ. ამის გამო იწოდება შემთხვეული შეჭირვება განსაცდელად, რადგან დაფარულ ნება–სურვილთა გამოცდას უწყობს იგი შეჭირვებულს.
203. ღმერთმა გამოსცადა აბრაამი (შესაქ. 22.1 და შემდ.), ესე იგი მისივე სარგებლობისთვის შეაჭირვა იგი, თუმცა არა იმიტომ, რომ შეეცნო უფალს, თუ როგორია აბრაამი (რადგან იცოდა მან იგი, რომელიც ყოველთა მცოდნეა ვიდრე მათ დაბადებამდე), არამ... იხილეთ სრულად
202. ისევე როგორც სათნოებად ითქმის საღვთო საქმე, ასევე განსაცდელად ითქმის მოულოდნელი შეჭირვება.
201. პეტრეს ღამეული თევზაობა რომ წარუმატებელი არ ყოფილიყო, დღისეულს ვერ ჰპოვებდა იგი (ლკ. 5. 3–10); პავლე რომ ხორციელად არ დაბრმავებულიყო, გონითად ვერ აახელდა თვალს (საქ. 9. 1–20); სტეფანესთვისაც რომ არ დაეწამებინათ ცილი როგორც ღვ... იხილეთ სრულად
200. თუკი ძნელად ვიპოვით ვინმეს, ვინც განსაცდელთა გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშ, გვმართებს მადლიერნი ვიყოთ ღვისა ყოველი შემთხვევის გამო.