მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში დადუმებულია, ხოლო, თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
"ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი - ამ ცისქვეშეთში" (ეკლ. 3, 1); როგორ არ უნდა გქონდეს დრო ლოცვისა, რომელიც უპირველესია ამ ცისქვეშეთში?
ადრე ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფ...
იხილეთ სრულად
ადრე ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოსახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფიქრობს მათზე და ჩვენი უგუნური საქციელის გამო სხვები აგებენ პასუხს.