ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო:
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ [გვ. 77]
მეკითხებით, რა არის საჭირო იესოს ლოცვისათვის... ისე, როგორც თქვენ ასრულებთ ამას, კარგია. ასე
მეკითხებით, რა არის საჭირო იესოს ლოცვისათვის... ისე, როგორც თქვენ ასრულებთ ამას, კარგია. ასე გაგრძელეთ. ერთს შეგახსენებთ, რომ ყურადღებით უნდა ჩახვიდეთ გულში და იქ ღვთის პირის წინაშე დადგეთ, რომელიც ყველგანმყოფია და თქვენშიც არის, ყოვლისმხედველია - და თქვენც გხედავთ... განმტკიცება დაიწყება მაშინ, როცა გულში კოცონი ჩაისახება.
იშრომეთ, რათა არ შეწყდეს იგი და ლოცვა ისე გამყარდება, რომ თავად დაიწყებს აღსრულებას - და თქვენში ნაკადული ირაკრაკებს, - როგორც ეს ერთხელ ბრმა პართენ პეჩორელმა თქვა. ხოლო ძველთაგან ასეა ნათქვამი: ისევე, როგორც ქურდები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ სახლში და გაქურდონ, თუკი სახლთან მიახლოებას გაიგონებენ, რომ შიგნით ვიღაც ლაპარაკობს, ვეღარ ბედავენ სახლში შეღწევას, ასევე ჩვენი მტრებიც, ჩვენს სულს რომ შემოეწყობიან გასაძარცვავად, თუ ესმით, რომ იქ პატარა ლოცვა დუდუნებს, გარშემო უვლიან მას და ვერ ბედავენ შეგნით შესვლას.

|