ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

image

განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს; ბრძოლის გარეშე არაა გამარჯვება, გამარჯვების გარეშე არაა სამაგიერო (2 ტიმ. 2, 5). განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს;

link
image

როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული ქანაანის მიწა მანამდე, ვიდრე სხვადასხვა მტერს არ დაამარცხებდა: ასევე მორწმუნე სული საკუთარ თავს არ უნდა შეჰპირდეს ზეციურ სასუფეველს, ვიდრე არ დასძლევს სხვადასხვა განსაცდელსა და მწუხარებას. როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული

link
image

ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას ვერც ფერს და ვერც კეთილსურნელებას ვერ წაართმევენ: განსაცდელი და ტანჯვა-წამება ჭეშმარიტ ქრისტიანს ბრწყინვალებას მატებს. ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას

link
წმ. ნილოს სინელი

საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს. საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი

link
image

თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა. თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან

link
წმ. იოანე ოქროპირი

თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება. თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება

link
image

თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება შეგეყრება, მისი მეშვეობით დიდებულიდან უდიდესისკენ გადადიხარ; შენ - ოქრო ხარ და ცეცხლის მეშვეობით უფრო იწმინდები. თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება

link
image

ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას, ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ. ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას

link
წმ. ნილოს სინელი

დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები. დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც

link
წმ. იოანე ოქროპირი

როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ... იხილეთ სრულად

link

ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები

2