წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დავითნში (ფსალმუნში) მრავალნი სანუგეშონი, მრავალნი დიდნი და აღმაშენებელნი აზრნი არიან, და ვინც კეთილად ისმენს მათ, მიიღებს დიდსა მადლსა. დავითნში (ფსალმუნში) მრავალნი სანუგეშონი

მრავალნი კარგვენ მადლსა და სულიერსა სარგებლობასა მით, რომელ ეკლესიაში ეძებენ წინ დადგომას და თავის მოწონებასა. ეკლესიაში იდეგ დუმილით და კრძალულებით. ნუ გავიწყდება, სადა ხარ; ლაპარაკი, იქით–აქეთ მიხედ–მოხედვა, ერთი მეორის კაბების სინჯვა ეკლესიაში ცოდვა არის. ეკლესიაში კითხულობენ ლოცვებს, საღმრთო წერილს, ეცადე, რომ რაიმე გაიგო, რაიმე შევიდეს შენს გულში. მრავალნი კარგვენ მადლსა და სულიერსა

თუ კაცის აზრი დაფანტული არის, თუ ეკლესიაში მან შემოიტანა ყოველი შფოთი და ზრუნვა, რომელიც მას აწუხებდა სოფელში, რასაკვირველია, რომ კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცავს. ამისთვის ეცადე, ძმაო, და დაამშვიდე შენი გული, განიშორე შენგან ყოველი სოფლიური ზრუნვა და აზრი და მოსვენებული გულითა მიუახლოვდი ეკლესიას; გარნა უწინარეს ეკლესიაში შესვლისა, დასჯედ ერთს წამს ეკლესიის ეზოში და მოიკრიფე გონება, კითხე შენ თავს: სად მიდიხარ? ეკლესიაში ღმერთს უნდა წარუდგე, იქ ან გელოსნი და წმიდანი ქმნებიან შენნი მოწამენი. ხოლო უმეტეს ყოვლისა ეცადე, რომ ყოველს კაცთან შერიგებული იყო და ძვირი არა ვისზედა არ გქონდეს. როგორ ილოცავს ის კაცი, რომლისა გული აღვსებულია შურითა და მტერობითა, რომელი აღშფოთებულ არს და აღელვებულ? თუ კაცის აზრი დაფანტული არის, ეკლესიაში მან

კაცი, რომელსა სურს ეკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულის დღეს, ვიდრე ეკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო და ისრე დააწყვე შენი სული და გული, რომ ეკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი არ გიშლიდეს გულს მოდგინებით ლოცვის მოსმენასა. კაცი, რომელსა სურს ეკლესიაში მისვლა და წირვის

შვილები მცირეწლოვანნი ისე სიტყვიერის დარიგებით ვერა რას ისწავლიან, როგორც მაგალითით. ამისათვის თუ მშობელნი არ აძლევენ მათ კეთილსა სახესა, ძნელად შეიძლება, რომ იგინი კარგნი გამოვიდნენ. შვილები მცირეწლოვანნი ისე სიტყვიერის

დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილსინიდისითა. დიდი ცოდვა არის ძმანო, დაუდევნელობა. თუ კი კაცს რომლისამე საქმის კარგად გაკეთება შეუძლია და არ მონდომებს, და ცუდად აკეთებს იგი არის კაცი საწყალი და საცოდავი. დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს

თუ გსურთ, ძმაო, რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულწრფელობას. პირველი და უწინარესი ყოველთა ცოდვა, რომელიც გაჩნდება მცირეწლოვანის გულში, არის სიცრუე, მოტყუება, მზაკვარება. თუ არ ეცადე და არ აღმოფხვერი მისი გულისაგან ეს ცოდვა, იგი გარდაექცევა მას ჩვეულებად და შეიქმნება წყაროდ ყოველთა მისთა მომავალთა ცოდვათა. მეორედ, ეცადე და ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შენი შვილი მიეჩვიოს ყოველს საქმეში ბეჯითობასა, ესე იგი, ყოველი თვისი საქმე აღასრულოს ხალისით და კეთილსინდისით ბოლომდი მიიყვანოს. თუ გსურთ, ძმაო, რომ შენი შვილი გამოვიდეს

ჩვენს ქვეყანაში აღზრდის საქმეში მხოლოდ იმას სცდილობენ, რომ თვისთა შვილთა ასწავლონ მოსაწონი მიხვრა–მოხვრა, კარგი სიტყვა–პასუხის მიცემა, თავაზიანად ლაპარაკი და მოქცევა. გარნა, ძმაო ჩემო საყვარელნო, ეს არის მხოლოდ ერთი და თვით უმცირესი კერძო შვილის გამოზრდისა. ესრედი გარეგანი ზრდილობა და დარბაისლობა მხოლოდ მაშინ არის მოსაწონი და საქები, როდესაც იგი შეერთდება სულიერსა, შინაგანსა ზრდილობასა თანა, ესე იგი, გულისა და სულის სიკეთესთანა. უმთავრესი საქმე შვილის გამოზრდაში ის არის, ძმაო, რომ შენს ბავშვს გული გაუკეთო, ხასიათი გაუსწორო. თუ კეთილი შინაგანი ხასიათი გაუჩნდა შენს შვილს, მაშინ გარეგანი ზრდილობა თავის თავათ მოუვა. ჩვენს ქვეყანაში აღზრდის საქმეში მხოლოდ იმას

ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა

ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი ქრისტიანი არ არის. ვინც თავის შრომით არ არჩენს თავის თავს, ვინც სცხოვრობს და რჩება სხვისი ნამუშევრით და შრომით, იგი ამაოდ ამძიმებს დედამიწასა. ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1