წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |...
სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, - მხოლოდ მათი ნათლის შესაბამისად
სიყვარული ღმერთია; ხოლო, ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს
სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნოების წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა
ჭეშმარიტი სიყვარული ყოველგვარი საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფაა, "სიყვარული ბოროტსა არა იგონებს"
სიყვარული, უვნებელობა და შვილობა მხოლოდ სხვადასხვა საღმრთო სახელებია, ხოლო ძალა მათი ერთია: როგორც ცეცხლი, ალი და ნათელი
რამდენადაც იკლებს სიყვარული, მით შიში იმატებს; რადგანაც, ვისაც შიში არა აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან - სულით მკვდარია
არაფერი აბრკოლებს იმას, რომ მოვიკრიბოთ ღვთის შიში, გულმოდგინება კეთილი შური, ღვთის მონობა და სიყვარული მისი
ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთისადმი ისეთ სიყვარულს მოიპოვებს, როგორსაც თავის ბოროტ სიყვარულში სატრფოსადმი განიცდის
ნეტარია ის კაცი, რომელსაც ისე ეშინია ღვთისა, როგორც ბრალდებულს - თავისი მსაჯულისა