წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურდება.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რა არის ბედნიერება? ჩვენ, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო, თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებასა, შეიტყობ, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მრავალგზის მომხდარა ისეთი მაგალითი, რომ კაცმა სიყმაწვილითგან გაიფუჭა და წაიხდინა ზნე – მით, რომელ უყვარდა ტანჯვა პირველად მფრინველების ბარტყებისა, მერმე წვრილის შინაურის პირუტყვებისა და ბოლოს იწყო ტანჯვა და გვემა კაცებისა და შთავარდა კაცის მკვლელობასა და დიდსა სასჯელსა შინა.
თემა: ცხოველებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცადრი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ კაცი უყვარს და სხვათა ქმნილებათა თვისთა კი არ მიხედავს. ღმერთი არის მამა საზოგადოდ ყოველთა ხილულთა მისთა ქმნილებათა.
თემა: ცხოველებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული. თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა. ცემა, უჭმელობა, ცუდად მოვლა საქონელსაც ისე სტანჯავს, როგორც კაცსა. კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც.
თემა: ცხოველებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სოლომონ ბრძენი, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: „მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო.“ (იგავ. სოლ. 12.1). ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა; მას ებრალება იგინი. ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთანაც, ანუ შინაურს საქონელთან.
თემა: ცხოველებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, რომელ კაცი პატიოსნებით დაიჩაგრება ამ ქვეყანაზე. იგი ჰსუფევს მხოლოდ მუნ, სადაცა არის უმეცრება, ცუდი ზნეობა. მაგრამ თუ გინდ მართალი იყოს იგი, თუ გინდ პატიოსნების დავიწყებითა კაცი ბევრს მოიგებდეს და მალე გამდიდრდებოდეს, მაინც პატიოსნება არ უნდა დაჰკარგოს კაცმა.
პატიოსნება არის სამკაული სამღვდელო პირისა, მას ჩვეულებისამებრ უწოდებენ და მისწერენ: პატიოსანო მამაო! მისთვის, რომელ პირველ მისი თვისება უნდა იყოს პატიოსნება. გამოუთქმელი უბედურება იქმნება მისისა სამწყსოისათვის, უკეთუ იგი არის მოკლებული პატიოსნებითა; მისი ყოველი სიმრუდე და სიცრუვე მოქმედობს მის სამწყსოში, ვითარცა საწამლავი.
თემა: სულიერი მოძღვარიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი