ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მტკივნეულად იკუმშება გული, ცოდვის სიტკბოებას განშორებული, რომელიც ცხონების სიტკბოებისაკენ მიისწრაფის.
სიმაღლეზე ასვლა უფრო ძნელია, ვიდრე უფსკრულში ჩავარდნა, ასე რომ, განა უფსკრულში ჩავარდნა უნდა გვერჩიოს?
უმჯობესია, უმძიმესი ამოირჩიო, თუ იგი სასარგებლოა და ადვილი დატოვო, თუ იგი საზიანოა.
ცოდვის ჩადენის სიადვილემ და სათნოებების აღსრულების სიძნელემ არ უნდა გვაიძულოს, უარი ვთქვათ უკანასკნელზე და დავთანხმდეთ პირველს.
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მ... იხილეთ სრულად
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.
ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სათნოების სილამაზე და ყოვლისშემძლე შემოქმედის დაუსრულებელი სრულყოფილებანი დაგვატყვევებს.