რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ...
იხილეთ სრულად
რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ყლორტებს, ასევე ამ სათნოებებით დატენიანებული სულისთვისაც აუცილებელია ლოცვა.
იმისათვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები მისდამი განწყობას, არამედ აიძულე საკუთარი თავი, რამეთუ "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12). მრავალნი შინაგანი აღმაფრენის მოლოდინში სრულებით...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები მისდამი განწყობას, არამედ აიძულე საკუთარი თავი, რამეთუ "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12). მრავალნი შინაგანი აღმაფრენის მოლოდინში სრულებით ჩამოშორდნენ ლოცვას.
თუ ლოცვის სული არ გაქვს, შეეცადე, სულ უფრო მეტად შეიცნო, ერთი მხრივ, საკუთარი სიღატაკე, ხოლო მეორე მხრივ, ღვთაებრივი მადლის ნიჭთა სიმდიდრე. მაშინ ღვთისმოშიში ლოცვა თვითონ აღმოხდება შენს სულში.
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკი...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ სიმშრალისაგან დასუსტებული ბაგირები ასპარეზობის მსვლელობისათვის დაიჭიმოს, მათ წყლით ატენიანებენ; შენც დაატენიანე მხურვალებისაგან დასუსტებული ვნებები, შენი გამომშრალი სული კი - ცრემლიანი ლოცვით და შენი გონებაც განმტკიცდება, რათა დაგიფაროს მან აზრობრივი და ვნებების ქარებისაგან.