სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონაც ხშირად ვლოცულობთ წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ

როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც, ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე. როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე

ლოცვის უსიყვარულობა თვით უფლის უსიყვარულობას ნიშნავს ლოცვის უსიყვარულობა თვით უფლის უსიყვარულობას

რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი და არსია. თუ ეს ფესვები ძლიერია, ლოცვა თვითონ გამოიღვიძებს შიგნით და მთლიანად იხსნება; რადგან როგორც ნორჩი ფესვები, რომლებიც სითბოთი და სინესტით იკვებებიან, თვითონვე ბუნებრივად იძლევიან ყლორტებს, ასევე ამ სათნოებებით დატენიანებული სულისთვისაც აუცილებელია ლოცვა. რწმენა, იმედი და სიყვარული ლოცვის საფუძველი

იმისათვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები მისდამი განწყობას, არამედ აიძულე საკუთარი თავი, რამეთუ "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12). მრავალნი შინაგანი აღმაფრენის მოლოდინში სრულებით ჩამოშორდნენ ლოცვას. იმისათვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები

როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი. როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე

საკუთარ თავს აიძულე, რომ ბევრი ილოცო, ლოცვა სინათლეა სულისა საკუთარ თავს აიძულე, რომ ბევრი ილოცო, ლოცვა

თუ ლოცვის სული არ გაქვს, შეეცადე, სულ უფრო მეტად შეიცნო, ერთი მხრივ, საკუთარი სიღატაკე, ხოლო მეორე მხრივ, ღვთაებრივი მადლის ნიჭთა სიმდიდრე. მაშინ ღვთისმოშიში ლოცვა თვითონ აღმოხდება შენს სულში. თუ ლოცვის სული არ გაქვს, შეეცადე, სულ უფრო

თუ ლოცვა არ გვსურს, ჩანს, ღმერთთან ყოფნა არ გვინდა თუ ლოცვა არ გვსურს, ჩანს, ღმერთთან ყოფნა

ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას ლოცვაც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2