წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა, რომელიც გვაქვს ჩვენ დადებულ ღვთის წინაშე. ნათლისღებასა შინა თვითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვარსა მისცა ის სიტყვა და შეიკრა იმ პირობითა, რომ იგი იქმნება წმიდა, მართალი, მოყვარე ღვთისა და მოყვასისა. ცუდი და დაუდევნელი ქრისტიანე სწორედ ის არის, რომელსაც არ ახსოვს პირობა და არ უყვარს პირობის აღსრულება. ქრისტიანობა არის აღსრულება იმ პირობისა

თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხვისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება. გარნა, ვგონებ, ესრედსა სიმაღლესა ჩვენისა ბუნებისასა ისე არა რა დაამდაბლებს, როგორც სიმრუდე, სიცრუე და მზაკვარება. თუ კი თავი ჩემი მიმაჩნია კაცად და ადამიანად, ჩემს თავს ვერ შევარცხვენ სიცრუითა. თუ გახსოვს შენ ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის

პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რისაც აღსრულება არ შეუძლია, იმაზედ პირობას არ მოგცემს. მოკლედ, რომლის სიტყვა და საქმე ერთია. პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის

ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არარად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებს გეენიასა შინა? ყოველი ცოდვა მზაკვარ არს. ეშმაკი სცდილობს

ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქმნეს. ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა ზედა, მაშინვე ადგები და სცდილობ, რომ გამაგრდე ფეხებზედ... სწორედ ეგრედვე უნდა ჰყო სულითაცა შენითა: უკეთუ შეგემთხვია რაიმე ცოდვა, მაშინვე უნდა აღსდგე სულითა და განმტკიცდე გზასა ზედა სათნოებისასა. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა

კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს: სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს იტყვის კაცი ცოდვილი. ადვილად შეუნდობს იგი ცოდვასა თვისსა სიჭაბუკესა, ხან უმეცრებასა და ხან სხვის შეგონებასა. კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და

ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ატყუებდეს და არ ამართლებდეს თავსა თვისსა, არ მალავდეს თვისსა ბრალსა, ერთი სიტყვით, ადვილად და სუბუქად არ უყურებდეს ცოდვასა თვისსა. ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ

ვიდრემდის კაცს არ დაუკარგავს გრძნობა ცოდვისა თვისისა, ვიდრემდის ახსოვს თვისი უღირსება, ადვილად მოიქცევა და მიიღებს მოწყალებასა ღვთისაგან. ვიდრემდის კაცს არ დაუკარგავს გრძნობა ცოდვისა

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად

ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვის. ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ;

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1