გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცო...
იხილეთ სრულად
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო...
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემ...
იხილეთ სრულად
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, რაკი მისი გამეფება სურთ, რამეთუ ამ დროს ყველანაირ სამეფო შესამოსელს უძღვნიან მას, რათა თხემით ტერფამდე ერთიანად მეფურად იყოს შემოსილი. ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი...
ლოგიკა (იგ. რაციონალიზმი), ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა – ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მ...
იხილეთ სრულად
ლოგიკა (იგ. რაციონალიზმი), ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა – ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგ...
ეშმაკისთვის ადვილია მარჯვნივ გადაგვახვევინოს და იქიდან გადაგვაგდოს ცოდვაში, ვინაიდან გარეგნულად ეს (მარჯვნივ გადახვევა) სათნოებად და ღვთის ერთგულებად ჩანს. და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე მარცხნივ დაცემა, რაშიც აშკარაა ცოდვა, ამიტომ ყ...
იხილეთ სრულად
ეშმაკისთვის ადვილია მარჯვნივ გადაგვახვევინოს და იქიდან გადაგვაგდოს ცოდვაში, ვინაიდან გარეგნულად ეს (მარჯვნივ გადახვევა) სათნოებად და ღვთის ერთგულებად ჩანს. და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე მარცხნივ დაცემა, რაშიც აშკარაა ცოდვა, ამიტომ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ სულის სიმშვიდე.
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.