თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის ...
იხილეთ სრულად
თუკი მეფის წინაშე თავს უბრალო დაუდევრობის უფლებას არ ვაძლევთ, განსაკუთრებით - უწესობისა, არამედ ვცდილობთ, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი მოძრაობა მისთვის სასიამოვნო იყოს: მით უმეტეს ის ადამიანი, ვისაც წარმოუდგენია, რომ ყოველთვის უფლის წინაშე იმყოფება, თავს არანაირი ცოდვის ჩადენის უფლებას არ მისცემს, ღვთისთვის სათნო კეთილ საქმეებში კი მოშურნე იქნება
თუ შენივე მსგავსი ცოდვილებისა გრცხვენია, რომ მათ ცოდვის ჩადენისას არ გნახონ, რაოდენ მეტად უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც სრულყოფილად ჭვრეტს შენი გულის დაფარულ ზრახვებს
მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს...
იხილეთ სრულად
მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს, გადაგვარჩინოს ცოდვისა და ვნებათა მძლავრებისაგან, განგვწმინდოს ცოდვებისაგან, სულიწმიდის მიერ მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, რომ განგვანათლოს, განგვამტკიცოს, დაგვამშვიდოს. ამბობ: როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნ...
ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით ამ ზრახვებით, ვაქებთ მათ. გულისთქმით მივჩერებივართ ლამაზ სახეებს, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო ზრახვებით, უსირცხვილო მოძრაო...
იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით ამ ზრახვებით, ვაქებთ მათ. გულისთქმით მივჩერებივართ ლამაზ სახეებს, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო ზრახვებით, უსირცხვილო მოძრაობით, კეკლუცობით, მუსუსობით, მაჭანკლობით, გადამეტებული ჭამა–სმით, ზედმეტი ძილით, რომანების კითხვით, სხვადასხვა სასიყვარულო სცენების ყურებით (თეატრში, კინოსა თუ ტელევიზორში), მაცთუნებელი სურათების, ამაზრზენი ღია ბარათებისა...
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცო...
იხილეთ სრულად
გვმართებს სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა, მაგრამ ხომ გსურს, რომ გწამდეს. შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო...
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემ...
იხილეთ სრულად
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, რაკი მისი გამეფება სურთ, რამეთუ ამ დროს ყველანაირ სამეფო შესამოსელს უძღვნიან მას, რათა თხემით ტერფამდე ერთიანად მეფურად იყოს შემოსილი. ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი...