წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რაც გინდა მდიდარი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაუტევოს შრომა. წინააღმდეგ ამისა, თუ მან განისვენა, იგი ზარმაცდება, მიეჩვევა უქმობასა, და უქმობა შთააგდებს მას მრავალთა ცოდვათა შინა და ბოლოს სიმდიდრესაც დაჰკარგავს იგი და ყოველსა სულიერსაცა ღირსებასა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვს, მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაატკბობს კაცსა, გარნა მერმე ავნებს მას და გააფუჭებს.
თემა: ვნებებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვა არათუ დააბნელებს სულსა კაცისასა, არამედ იგი მოქმედობს ხორცსა შინა მისა, იგი მოაკლებს მას სიმრთელესა, შემოაკლებს მისსა სიცოცხლესა და შთააგდებს უდროოდ სამარესა შინა. სულიერნი ცოდვანი, მაგალითებრ, შური, სიძულვილი, ამპარტავნება, პატივისმოყვარება და სხვანი ცოდვანი მოქმედებენ ვითარცა საწამლავი, არათუ მხოლოდ სულსა შინა კაცისასა, არამედ თვით ხორცსა შინა მისსა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ზოგჯერ რომელიმე ცოდვა იმ სახით შეჰკრავს კაცსა, რომელ იგი ხშირად ვეღარ ხმარობს თავისუფლად ვერცა ჭკუასა, ვერცა ნებასა თვისსა. კაცი ცოდვისაგან წარტაცებული და დაპყრობილი თვითონაც ხშირად სწუხს თავის მდგომარეობაზედ; მრავალგზის მოინდომებს გამოსვლას ცოდვათაგან, გარნა ეგოდენ არის შეკრული, რომელ ვერ ასრულებს თვისსა სურვილსა. აჰა, რა სახით წაახდენს ცოდვა კაცსა და მოაკლებს მას მისთა დიდთა ნიჭთა, გონებასა და თავისუფლებათა
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცს ღმერთმან მისცა ორნი უმთავრესი ნიჭნი, რომელნი მას დაამსგავსებენ თითქმის ღვთაებასა; ესე იგი, პირველად ჭკუა ანუ გონება, და მეორედ ნება, ანუ თავისუფლება.
თემა: ნიჭი, ტალანტიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ეშმაკნი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? – ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ. იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის წინააღმდეგობა, სიცუდე, ბოროტება და სიცრუე; ამისთვის, ნაცვლად სინათლისა, მათ შეიმოსეს სიბნელე და შეიქმნენ უკეთურნი და ბოროტნი.
თემა: ეშმაკი, დემონიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სამწუხაროდ არიან მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნახავ ესრეთსა მღვდელსა, მაშინ შენ უნდა შესწუხდე და თითქმის უნდა სტიროდე მისთვის, რომელ ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი. ნაცვლად ამისა შენ ხმამაღლა განიკითხავ მრთელსა სასულიერო წოდებასა. შენ არა თუ არ სწუხხარ, არამედ თითქოს გიხარია და თითქოს შენს თავს ამართლებ მღვდლის სიცუდითა.
თემა: განკითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენი სულიერი წარმატება და განათლება მოითხოვს, რომ დიდი ერთობა და მინდობილობა იყოს სასულიერო და საერო წოდებათა შორის, ანუ მღვდელთა და ერთა შორის.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი