სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გავიხსენოთ ორი ავაზაკიც: ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტობრივად, მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში კი, ჯვარზე, მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი უტიფრობითა და უგულისხმობით - ჯოჯოხეთი. გავიხსენოთ ორი ავაზაკიც: ისინი ხომ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა - ადამიანისა. სინანული დროის ხანგრძლივობით არ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება. სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

წმინდანები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ

თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო. თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება, ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: „არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის“ (მთ. 9, 13), „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ“ (მთ. 11, 28), „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11, 30).
ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს. როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

- თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, მიზნისთვის მიგვიღწევია.
ასეთი სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი. - თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა

„შეინანეთ!“ - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მთ. 3, 2), - მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და, ამასთან, გვაფრთხილებს:
„ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა“, რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან. შეინანეთ! - ქადაგებდა წმ. იოანე

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა. თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანულს ბერძნულად „მეტანია“ ჰქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში „გონების შეცვლას“ ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით. სინანულს ბერძნულად მეტანია ჰქვია, რაც

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2