ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები
ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება
ყველასათვის ლოცვა ღმერთს მუდამ ესმის, მაშინ, როცა უქმი მეტყველებისაგან მუდამ პირს მიიქცევს, თუნდაც სულიერი გვეჩვენებოდეს იგი. რადგან, მამათა მიხედვით, უქმი მეტყველება, უმთავრესად, დროის გატარებაა ლაპარაკში, როცა საკუთარ სიტყვებს საქმით არ აღასრულებ
თემა: ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველებაავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა
როდესაც ერისკაცთა შორის ყოფნა გიხდება, სულიერ საკითხებზე ლაპარაკს ერიდე, მით უმეტეს, თუ მათ, მოსმენის ვერავითარ სურვილს ვერ ატყობ. თუკი საღმრთო საგნების შეცნობით თვითონაც განღმრთობას მიაღწიე, გულის სიღრმეში დაფარე წმ. საიდუმლო უმეცართაგან. სახარება გვასწავლის, რომ არ არის სწორი სულიერი მარგალიტის - წმინდა, ნათლით მოსილი, ძვირფასი სამკაულის - ღორების წინაშე დაყრა: "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ" (მთ. 7,6). ყოველი ღონე იხმარე, რომ დაფარო ღმერთისგან ბოძებული ნიჭი, თორემ დაკარგავ მას და ვეღარსად ჰპოვებ
თემა: ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველებაავტორი: წმ. სერაფიმე საროველი
წყარო: სწავლანი - ღირსი სერაფიმე საროველი