სიძვა, მრუშობა - ციტატები, გამონათქვამები
თუ ამას იტყვი, უძლური ვარო, ამისი მაგალითი სხუა ვსთქუათ: ისრაელნი ეგვიპტეს უძლურნი იყუნენ, ამისთვის რომ მონებასა ქუეშე იყვნენ. მოსეც აქ იყო. ერთს დღეს ნახა მოსემ, რომ ეგვიპტელი ისრაელს კვლიდა; დაივიწყა მოსემ ყოველი უძლურება, ეგვიპ... იხილეთ სრულად
არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ.
ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთხორც. ხოლო ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად. ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, ს... იხილეთ სრულად
თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.
ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი კეთილგონიერი ხარ? თვით შენც ხომ მასავით დაარღვევ კანონს, თუ მას განიკითხავ; რამეთუ თქმულ არს: "არა იმრუშო" (მათე 5, 27) და კიდევ: "ნუ განიკითხავთ" (მათე. 7, 1).
ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხ... იხილეთ სრულად
ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ.
თ. 6, 9
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც გაშვებულს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
თ. 18-19
ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.