ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები
ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე
ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.
თ. 5-7
ფული - ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და ღვთივსათნო დიდებისკენ როდი მიჰყავს ადამიანი, არამედ ტყუილუბრალოდ აბრმავებს, ამაოდ აამპარტავნებს და მის სულში სიმსივნის მსგავს სნეულებას ბადებს.
როცა ოქრო ლაპარაკობს, მაშინ ყველა სხვა დიდება უმოქმედოა. მას შეუძლია ადამიანის დარწმუნება, თუმცა კი ენა არ გააჩნია.
ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი. მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა. იგი შებრკოლების ძელია მისით ატაცებულთათვის და ყოველი უგუნური შ... იხილეთ სრულად
“მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!” _ ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იგრძნონ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ - ფულს. თუ ისინი ა... იხილეთ სრულად
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად?... იხილეთ სრულად
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ ... იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარე კაცი არის თვით უსამართლო, მას არაფერი არ მოუტანია ამქვეყნად და იმდენს ზრუნავს ქვეყნიურ საუნჯეზე, რომ თითქოს ყველაფრის წაღება შეეძლოს ამ ქვეყნიდან.
“ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად” (მთ. 6, 24), ვინაიდან ისინი ურთიერთსაწინაღმდეგო რამეს ქადაგებენ. ქრისტე გვეუბნება: „დაინდე ღატაკი“, მამონა კი ჩაგვაგონებს: „წაართვი მას, რაც გააჩნია“; ქრისტე გვეუბნება: „დახარჯე შენი ქონება... იხილეთ სრულად
დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს “დაფარულსა შინა” (2 სჯულ. 27, 15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარების ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის ს... იხილეთ სრულად