საქმე - ციტატები, გამონათქვამები
საქმე - ციტატები, გამონათქვამები საქმე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და კიდევ უფრო მკაცრად: ვიდრე საქმეს გააკეთებ, გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს.
სახლიდან გამოსვლამდე გაიაზრე, რა უნდა გააკეთო; დაბრუნებული კი იმაზე დაფიქრდი, რა გააკეთე.
არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი მას
ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე, ანდა - ზომიერების დაუცველად.
რაც არის სინათლე ხილულ ბუნებაში, ანდა მარილი - საჭმლისათვის, იგივეა გონიერება ადამიანურ საქმეებში ან, ზოგადად რომ ვთქვათ - დროებით ცხოვრებაში.
ბევრს ის აკეთებს, ვინც კარგად აკეთებს. კარგად ის აკეთებს, ვინც საერთო საქმისთვის მეტს გაიღებს, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნებით გაიღებდა.