ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
604. მეუფეო! შენ შენი აღსასრული გვიწინასწარმეტყველე (იხ. პას. 221), და მე შიში და ნაღველი მიპყრობს, რამეთუ შესაძლოა ღმერთმა ჩემი უღირსების გამო მიგვატოვოს. ამიტომ გთხოვ, მომეცი სიტყვა, რომ როგორც ეხლა თქვენს სიცოცხლეში გვაქვს შეწევნა, ასევე მივიღებთ მას თქვენი გასვლის შემდეგ და ღმერთი თავის წყალობით, ყველაფერში დაგვეხმარება იხილეთ სრულად
თუკი განგება ერთიმეორის მიყოლებით გიგზავნის მწარე ფიალას, ისე რომ შენი გული ღვთის გულმოწყალებაში ეჭვდება, მაშინ საკუთარ თავს უთხარი: "განა შეიძლება, როდესმე მზე იყოს უსხივოდ და სიყვარულის ღმერთი სრულიად უსიყვარულოდ?".
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?
400. რადგან სიკეთე ღვთისგანაა, ენიჭება თუ არა ის ცოდვილებს? და თუ ენიჭება, რატომ?
ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა, რომელსაც უნდა ყველას გადარჩენა.
ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან ის, თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“ (გამოსვ. 33, 19).
სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების ადამიანისადმი სამსახურად დაადგინა. ისე გააკეთე, რომ ყველ... იხილეთ სრულად
ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
ხშირად გაიმეორეთ ხოლმე, რომ ცოდვილნი ხართ და ყოველთვის სტიროდეთ იმის გამო, რაც მცონარებისა და არაგულმოდგინების ჟამს მოგიმოქმედებიათ. ამ ღვაწლისათვის ღვთის კურთხევა იქნება თქვენზე და მისი მადლი იმოქმედებს თქვენში, რადგანაც ღმერთი ს... იხილეთ სრულად