უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (ინ. 12, 31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე, და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, „რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“ (რომ. 8,... იხილეთ სრულად
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდი... იხილეთ სრულად
ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კ... იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვმაც დაისადგურა: იყო კი იეს... იხილეთ სრულად
თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა.
ქრისტიანობამ დაგვანახა, რომ იგი ზექვეყნიურია და ზებუნებრივი. მან შთაბერა ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება ქრისტე იესოს მიერ, ცხოვრება, რომელმაც მოსდრიკა ცანი და შეუერთა დედამიწას.
იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამით მან ჩვენი ცხოვრება აზრით, სიხარულითა და სილამაზით აავსო!