უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შეიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს" (ეფესელ... იხილეთ სრულად
ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი - განერიდებოდა ხოლმე მოძულეთ, უარყოფდნენ და არ განიკითხავდა, ღალატობდნენ და შეუნდობდა, გვემდნენ და უდრტვინველად იტანდა...
კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა.
მოვიდა შენთან გლახაკი და ხელს გიწვდის სათხოვნელად - ეს ქრისტეა, სარეცელზე წევს ავადმყოფი, ნუგეშინის-ეც, ეს უფალია. ეძებეთ იგი მორჩილთა, დამდაბლებულთა, შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა, მშიერ-მწყურვალთა შორის და "ყოველი რომელი უკუე გ... იხილეთ სრულად
იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგულ... იხილეთ სრულად
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მი... იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილ... იხილეთ სრულად
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ... იხილეთ სრულად