კარებს მიღმა რჩება (ღმერთამდე ვერ აღწევს და შესმენილი არ არის) ის ლოცვები, რომლებსაც (უფალთან ასულებს) სიყვარული არა აქვთ, რადგან მხოლოდ სიყვარული უხსნის კარს ლოცვას
ვისაც სურს რომ უფალმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, მან ყოველი ლოცვის, თვით საკუთარ თავზე ლოცვის წინაც ჯერ საკუთარი მტრებისთვის უნდა ილოცოს; ამის გამო უფალი მის ყოველგვარ ლოცვას შეისმენს.
იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ამაოდ არ დარჩეს, ანუ იმისათვის, რომ ისინი უფალმა შეისმინოს და აღასრულოს, საჭიროა, სათნო ვეყოთ ღმერთს. ღვთის მცნებების მორჩილი და სათნო ცხოვრების მქონე არა მხოლოდ აღასრულებს ლოცვებს - საჭირო ყურადღებითა დ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ამაოდ არ დარჩეს, ანუ იმისათვის, რომ ისინი უფალმა შეისმინოს და აღასრულოს, საჭიროა, სათნო ვეყოთ ღმერთს. ღვთის მცნებების მორჩილი და სათნო ცხოვრების მქონე არა მხოლოდ აღასრულებს ლოცვებს - საჭირო ყურადღებითა და ღვთისმოშიშებით, არა მხოლოდ ეცოდინება და შეეძლება როგორ უნდა ილოცოს, არამედ ისიც, რისთვის უნდა ილოცოს, ანუ თვით ლოცვის საგანსაც ღვთისთვის სასურველად შეარჩევს.
"ითხოვთ და ვერ მიიღებთ, - ბრძანებს წმიდა მოციქული, - რამეთუ ბოროტად ითხოვთ". (იაკ. 4, 3). რამეთუ ითხოვთ ბოროტს, საკუთარი თავისთვის დამღუპველს. და ჩვენთვის მადლია, თუ უფალი არ აღასრულებს ჩვენს ასეთ ლოცვებს. თავისი მადლითა და ჩვენს ...
იხილეთ სრულად
"ითხოვთ და ვერ მიიღებთ, - ბრძანებს წმიდა მოციქული, - რამეთუ ბოროტად ითხოვთ". (იაკ. 4, 3). რამეთუ ითხოვთ ბოროტს, საკუთარი თავისთვის დამღუპველს. და ჩვენთვის მადლია, თუ უფალი არ აღასრულებს ჩვენს ასეთ ლოცვებს. თავისი მადლითა და ჩვენს მიმართ სიყვარულით იგი თითქოსდა არც ისმენს მათ.
ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება ...
იხილეთ სრულად
ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება შეგვერაცხოს - როგორც ღვთის განმარისხებელი.
ლოცვის დროს ყველაზე უკეთესი და უსაფრთხოა, საკუთარი თავი სრულად მივანდოთ უფალს, ანუ ვთხოვოთ მას ის, რაც თვით მისთვის სათნოა ჩვენთვის საბოძებლად - ჩვენი სხეულის, სულისა და სამშვინველის გამო.