წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას. ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმენდს ყოფაქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა. ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და

ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი. ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება

ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კაცსა მდაბალსა და გულწრფელსა? რასაკვირველია, მეორესა. ვერავინ აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, უკეთუ სული წმიდა არ შეეწია მას; გარნა სული წმიდა ასწავლის მხოლოდ კაცსა მდაბალსა და კეთილსა. ყოველთვის და ყოველგან იყვნენ არიან სჯულის

ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა და განათლება კაცს მოუმატებს სიმდაბლესა, ცრუ და უსაფუძვლო განათლება გაუჩენს გულში ამპარტავნებასა. ჭეშმარიტი და ღრმა სწავლა განათლება კაცს

დიდი ჭკუა და ზედმიწევნილი სწავლა არ გააჩენს კაცის გულში სახარების წინააღმდეგობასა, არამედ უმეტესად დაამტკიცებს მას ზედა. ერთი მხოლოდ დაუმწიფარი, მკვახე, ნედლი ჭკუა და უსაფუძვლო, ამღვრეული სწავლა განაშორებს გულსა კაცისასა სახარებისაგან. დიდი ჭკუა და ზედმიწევნილი სწავლა არ გააჩენს

ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა. ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებამან დაიცვა და შეინახა იგინი. ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე

უცხო ქვეყნებში ბავშვები, როგორც რომ მიეჩვევიან სიტყვის გამოთქმას, მაშინვე დედ–მამა ასწავლის მათ ლოცვებს; როგორც შეიქმნება ექვსისა წლისა, მაშინვე მისცემენ სკოლაში და ესრედ შობითგან სრულსა ჰასაკსა მოსვლამდე შვილი ნასწავლი, დარიგებული, გაწვრთნილი გამოვა ფრთხილი, გონიერი მტკიცე, მეცადინე, შრომისმოყვარე და მამულის სასარგებლო. უცხო ქვეყნებში ბავშვები, როგორც რომ

მშობელნი უნდა ეცადნენ, რომ თვით საკუთარი მათი სახლი და ოჯახი გარდაიქცეს საღმრთო საყდრად, აღმზრდელად და განმანათლებელად თვისთა შვილთა და ასულთა. მშობელნი უნდა ეცადნენ, რომ თვით საკუთარი მათი

მშობელნო, თქვენ ღმერთმან მოგცათ ძენი და ასულნი. გამოზრდა მათი არის უმთავრესი საქმე თქვენის ცხოვრებისა. თვით ღმერთი ოდესმე მოიკითხავს თქვენგან, უკეთუ თქვენითა ცუდითა ყოფაქცევითა მიეცა რომელიმე დაბრკოლება შვილთა თქვენთა; გარნა უკეთუ თქვენ თვითონაც იქცევით პატიოსნად, მაშინ შვილნიცა თქვენნი ისწავლიან პატიოსნებასა და მიიღებენ კეთილსა ზნეობასა. მშობელნო, თქვენ ღმერთმან მოგცათ ძენი და

ამაო იქნება სიტყვიერი სწავლა და დარიგება მშობლისა და ეგრედვე მასწავლებლისა, უკეთუ იგი ენით ერთს იტყვის და საქმეს კი სხვას აჩვენებს. ამაო იქნება სიტყვიერი სწავლა და დარიგება

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1