წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომას და მოღვაწეობასა, არ მიეფერება თვისსა დაცემულსა ბუნებასა, არამედ წარწყმედს თავის გულში ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა.
თემა: ღვაწლიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალგზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი, ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა. უარის ყოფად თავისა ჩვენისა, ესე იგი დავიწყებად ყოველისა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა ჩვენსა ბუნებასა, და სვლად შემდგომად ქრისტესა. ესე იგი, ვითარცა მან გაატარა ცხოვრება თვისი აქ დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწებასა და მოთმინებასა შინა, ეგრედცა ჩვენც ვეცადოთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწებითა და მოთმინებითა.
ძმაო ჩემო, ოდეს შეხედავ სახესა ჯვარისასა, ოდეს თაყვანისსცემ და ემთხვევი ჯვარსა ხისასა, ანუ ვერცხლისასა და ოქროისა, იცოდე რომ ის მხოლოდ სახე და ნიშანი არის; ნუ გააჩერებ დიდ ხანს გონებასა შენსა სახესა ზედა და ნიშანსა ჯვარისასა, არამედ ეცადე და წარმოიდგინე, რასაც იგი ნიშნავს. ჯვარის სახემ მოგაგონოს და წარმოგიდგინოს შენ იგი, რომელი იყო დამოკიდებული თვით ჯვარზედ მთასა ზედა გოლგოთასა. მაშინვე განიზრახე, რომ ეს იქმნა შენთვის, შენის განათლებისა, გამოხსნისა და ცხოვრებისათვის.
თემა: ჯვარიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთს ის სურს და ის იამება, რომ ჩვენ ყოველთვის შრომაში და მოღვაწეობაში ვიყოთ და არა თუ უქმად ვატარებდეთ დროებასა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
დღესასწაულს ქრისტიანე კაცი უნდა ატარებდეს მშვიდად, წყნარათ, წმიდათ, კრძალულათ ლოცვასა და ქველის საქმესა შინა.
თემა: დღესასწაულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ზოგიერთთა ესოდენ უყვარსთ უქმად დროების გატარება, უსარგებლო ლხინი, უზომოდ ჭამა და სმა, რომელ, გარნა ჭეშმარიტთა ეკლესიურთა დღესასწაულთა, იგინი მოიგონებენ თვისთა საკუთართა დღესასწაულთა, რომელი არა დაუწესებია ეკლესიასა.
თემა: დღესასწაულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
დღესასწაული არის დაწესებული სულიერისა სწავლისა და ნუგეშისათვის და არა ხორციელისა განცხრომისათვის.
თემა: დღესასწაულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, უკეთუ არა შეერთებულ არს პატიოსნისა და წმიდისა ცხოვრებისა თანა, არ იამება ღმერთსა.
თემა: დღესასწაულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი