წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამიერ სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მრთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა

ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ მიძიებასა, ანუ მიცვალებასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა. ნაცვლად ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოვლადწმიდის გარდაცვალებასა? მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ არს საღმრთოსა გალობასა შინა: „შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა“. ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა

თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედებასა, კეთილს ყოფაქცევასა. თუ გაბედე შესვლა ეკლესიასა შინა, ანუ მიღება ქრისტიანობისა და არ ჰცდილობ შეიმოსო სამოსელი საქორწინე. ოდესმე ღმერთი გკითხავს შენცა: „მოყვასო ვითარ შემოხვედ აქა?“ რაღა პასუხი გექნება შენ მაშინ? შენ დასდუმდები მაშინ. მეუფე ეტყვის მსახურთა: „შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (შდრ. მათე 22. 2–14). თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და

იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ. იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14)

საუბედუროდ, შენ სიკეთისა და მადლიანისა საქმისათვის არა გაქვს მოთმინება და ძალი, განა ცოდვასა და ბოროტებასა შინა ხშირად გამოაჩენ დიდსა ნიჭსა და მოხერხებსა. რაოდენ გზის, კაცი, შემხედველი შენისა ცხოვრებისა, იფიქრებს: ღმერთო, ეს კაცი რომ ასე არის მარჯვე და მოხერხებული ამაოთა, უქმთა და ცუდთა საქმეთა შინა, რაოდენსა კეთილსა ნაყოფსა და სარგებლობასა გამოიღებდა იგი ცხოვრებასა შინა თვისსა, რომ თვისი ნიჭი და ძალი მოიეხმარა კეთილისა და სასარგებლოისა საქმისათვის. მაშასადამე, თუ გსურს, ძმაო, რომელ კეთილი რაიმე ნაყოფი გამოიღო შეძლებისამებრ შენისა და მით აღასრულო შენი დანიშნულება კეთილისა და მართლისა საქმისათვის, იხმარე ყოველი, რაც მოგცა ღმერთმან ღონე და ნიჭი. საუბედუროდ, შენ სიკეთისა და მადლიანისა

სადაცა ჰსუფევს სულიწმიდა, იქ კაცი ყოველს ჭირს ადვილად მოითმენს. რა სახით მოქმედობს სულიწმიდა კაცის გულში? იმ სახით, რომელ იგი განაღვიძებს და გააცოცხლებს ბუნებითთა ძალთა და თვისებათა კაცისათა და არა მოსპობს, ანუ გააქრობს მათ. სადაცა ჰსუფევს სულიწმიდა, იქ კაცი ყოველს ჭირს

რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხოველებს კაცსა. რომელი სიხარული ანუ სოფლის ნუგეში

თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძენს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერი. გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერასოდეს ვერ იგრძობს ცოდვილის კაცის გული. თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძენს

ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საშიში არს უკეთუ არა ოდეს ესენი არ გაჰხსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მიჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი

უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ, რომ შეგიძლიან მონება ღვთისა და მამონისა? უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1