შფოთი და მტრობა, ვერაგობა, ღალატი, მუხთლობა, შურიანობა, სიხარბე და კაცთა სიძულვილი მუდამ გამოწვეული იყო ღვთისაგან განდგომით, სარწმუნოების დაკარგვითა და თავაშვებულობით.
მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს.
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყოფითი, რომ კეთილი გზა კვლავაც გავაგრძელოთ, უკეთური კი შეძლებისდაგვარად მოვიკვეთოთ.