
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 120]
თემა:
ზიარება
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულსმოდგინებითა. თქვენ განმზადებულ ხართ ზიარებისათვის; ერთ წამსაც ნუ დაივიწყებთ, რომ ზიარება არის წყარო ცხოვნებისა მხოლოდ ღირსებით მომზადებულთათვის; ხოლო უღირსთა და უდებთათვის იგი გარდაიქცევა ცეცხლად სასჯელისა
|