სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი.
მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა.
ადამიანი გაუძლებს მატერიალურ-ტექნიკურ შემოტევას, თუ იგი რწმენას, სიყვარულს, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, მაღალ ინტელექტსა და კულტურას შეინარჩუნებს.
ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ, სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია... იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალო... იხილეთ სრულად
ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია