რამდენი ფული წავიდა ჩემი ხელიდან, მაგრამ წავიდა დანიშნულებისამებრ: ავადმყოფებისთვის, ღარიბებისთვის, გაჭირვებულებისთვის. ყოველთვიურად ვეხმარები გაჭირვებულებს პროდუქტით და ფულით. მე ერთხელ გავცემ, ღმერთი ათმაგად მიბრუნებს.

ბერი იაკობი - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ნუ ყოყმანობთ, ნუ გერიდებათ. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, თუნდაც უდიდესი ცოდვა, მოძღვარი ქრისტესგან უფლებამოსილია მოგიტევოთ თქვენ და თავისი ოლარი გადაგაფაროთ.
როცა მღვდელს ნაწილები მოაქვს და წმინდა სამსხვერპლოსთან ერთგულთა სახელებს ახსენებს, მაშინ ცხადდება უფლის ანგელოსი, აიღებს ამ სახელებს და ქრისტეს ტახტთან მიიტანს, როგორც ლოცვას იმათ მიმართ, ვინც ახსენეს.
ადამიანი ბრმაა და ვერ ხედავს, რა ხდება საღვთო ლიტურგიის დროს. ერთხელ ლიტურგიას ვასრულებდი და ვერ შევასრულე დიდი შესავალი იმის გამო, რაც მოხდა: უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და წმინდა სამსხვერპლოსკენ წამიყვანა. ვიფი... იხილეთ სრულად
ძალიან თანავუგრძნობ აღსარებაზე მოსულს, მტკივა მასთან ერთად, მტკივა და ვტირი. წმინდა დავითს ვევედრები, რომ აღსარების შემდეგ დამავიწყოს რაც ზედმეტია და დამამახსოვრდეს მხოლოდ ის, რისთვისაც უნდა ვილოცო. ვლოცულობ მომნანიებლისათვის, მაწ... იხილეთ სრულად
ლოცვისას ვთხოვე უფალს, იმის ნიჭი მოეცა, რომ ადამიანის სახეზე დაკვირვებით მისი გული გამომეცნო და შველა შემძლებოდა და ღმერთმა მომცა ეს უნარი.
ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ – ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით – მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით – ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ... იხილეთ სრულად
უკუაგდე ბოროტი აზრები და ფანტაზიები; რასაც სატანა გთავაზობს, აინუნშიც ნუ ჩააგდებ მათ.