ჯვრის გარეშე ვერავინ შევა სამოთხეში. ოღონდ ჩვენ ჩვენი ჯვარი მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს კი არ უნდა ვათრიოთ. ხოლო იმისთვის, რომ ჯვარი მაღლა გვეჭიროს, აუცილებელია სულიერ მიზანს ვხედავდეთ.
ცოდვა აბნელებს გონებას. ამ სიბნელეშია ავხორცი, შურიანი, ანგარებიანი, ეგოისტი ადამიანი. ის დარწმუნებულია, რომ შეუძლია შეიმეცნოს ყველა სიბრძნე და ისწავლოს მსოფლიოს ყველა ენა და მიაღწიოს ღრმა სიბერეს, მაგრამ თავისი ავხორცობის, ანგარე...
იხილეთ სრულად
ცოდვა აბნელებს გონებას. ამ სიბნელეშია ავხორცი, შურიანი, ანგარებიანი, ეგოისტი ადამიანი. ის დარწმუნებულია, რომ შეუძლია შეიმეცნოს ყველა სიბრძნე და ისწავლოს მსოფლიოს ყველა ენა და მიაღწიოს ღრმა სიბერეს, მაგრამ თავისი ავხორცობის, ანგარების და სხვა მანკიერებათა გამო ვერ ხედავს ნათესავს, ვერც მეგობარს, ვერც ადამიანს და ვერც ღმერთს, ვერც სხეულს და ვერც სულს. ცოდვა ანადგურებს უმშვენიერეს სიკეთეს, რომელიც გაგვაჩნია - ჩვენს ნებისყოფას, ისე ანადგურებს, რომ თუ...
link
არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი "მუდამ თვალწ...
იხილეთ სრულად
არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვას ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი "მუდამ თვალწინაა" (ფს. 50, 5). მაგალითად, როგორც სურო, რომელიც მოდებულია ხეს, უნდა მოვსპოთ, თუ გვინდა ხე გადარჩეს, მაგრამ ხის ტანზე ამოსულ ხავსს, აინუნშიც არ ვაგდებთ.
link
მწუხარებით გამოცდას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანისათვის, მიზნად აქვს მართალთა აღზრდა მიწაზე და მათი დაჯილდოება იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცხადია, ამქვეყნიური მწუხარება სამზადისია ადამიანისათვის. მწუხარება არის ის, რაც ათვინიერებს ა...
იხილეთ სრულად
მწუხარებით გამოცდას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანისათვის, მიზნად აქვს მართალთა აღზრდა მიწაზე და მათი დაჯილდოება იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცხადია, ამქვეყნიური მწუხარება სამზადისია ადამიანისათვის. მწუხარება არის ის, რაც ათვინიერებს ადამიანს, განარიდებს მას წუთისოფელს, განამტკიცებს მის ხასიათს, ასუფთავებს მის არხებს და ამაღლებს, რამდენადაც ის მწუხარებაშია.
link
სული უსაზღვროდ ძვირფასია, და ეს სავსებით ნათელია. როცა ქსოვილს ვრეცხავთ, ისეთ საპონს არ ვხმარობთ, რომელიც ქსოვილზე ძვირფასია, არამედ ისეთს, რომელიც იაფია, ან ქსოვილის ღირებულებისა. მაგრამ რით განიბანა და განიწმინდა ადამიანის სული?...
იხილეთ სრულად
სული უსაზღვროდ ძვირფასია, და ეს სავსებით ნათელია. როცა ქსოვილს ვრეცხავთ, ისეთ საპონს არ ვხმარობთ, რომელიც ქსოვილზე ძვირფასია, არამედ ისეთს, რომელიც იაფია, ან ქსოვილის ღირებულებისა. მაგრამ რით განიბანა და განიწმინდა ადამიანის სული? - უფლის სისხლით. რა ღირს უფლის სისხლი? -ფასდაუდებელია. მაშასადამე, ფასდაუდებელია დამიანის სულიც, რომელიც უფლის სისხლით არის განბანილი.
link
რწმენა არის უდავო გამოცდილება, ვინაიდან ღმერთი უბრალო არსი კი არ არის, ჭეშმარიტი არსია: ღმერთის ყოფიერება უფრო ნამდვილია, ვიდრე მათემატიკური ერთეულისა. აქ უადგილოა ფანტაზიები და ფუჭმეტყველება. ლოგიკურადაც უნდა ვიაზროვნოთ, სულ ცაში...
იხილეთ სრულად
რწმენა არის უდავო გამოცდილება, ვინაიდან ღმერთი უბრალო არსი კი არ არის, ჭეშმარიტი არსია: ღმერთის ყოფიერება უფრო ნამდვილია, ვიდრე მათემატიკური ერთეულისა. აქ უადგილოა ფანტაზიები და ფუჭმეტყველება. ლოგიკურადაც უნდა ვიაზროვნოთ, სულ ცაში კი არ უნდა ვიფრინოთ, მიწაზეც უნდა გავიაროთ; თუ სულ ცაში ვიფრენთ და მიწაზე არ გავივლით, მაშინ ქარი წაგვიღებს ჩვენც და ჩვენს არგუმენტებსაც.
link
როცა სალოცავად მიდიხარ, გაიხსენე შენი ვნებები, სისუსტეები, რა ადვილად გაურბიხარ ღმერთს და ეცემი. გაიხსენე, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გიხსნას დაცემისაგან.
მუხლთმოყრით ევედრე უფალს: „შემეწიე, ჩემო ქრისტე, რათა არ განგეშორო შენ“
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ...
იხილეთ სრულად
ბერ–მონაზვნური ცხოვრება ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერ–მონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი – ვინც ხსნისთვის ნამდვილ ხელოვნებას მიმართა, – უცნობად დარჩენაა, ე.ი. ნებაყოფლობით დამალვა ბერ–მონაზვნურ უჩინარობაში, სრული გაქრობა იესო ქრისტეს მორჩილებაში.
link