ეკლესია და სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესია და სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები ეკლესია და სახელმწიფო, გამონათქვამები
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ერის სულიერ გამაერთიანებელ ძალად, ამიტომაც ეკლესია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს – როგორც კოორდინატორს – ყოველი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, იგივე მიმართულება უნდა ჰქონდეს ს... იხილეთ სრულად
ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც, ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება.
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს.
ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება. საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი ერის სულიერი კეთილდღეობისათვის.
საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი.
ჩვენში ერის წყლული ყოველთვის იყო ეკლესიის წყლული, ერის სიხარული კი - ეკლესიის სიხარული.
ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა, გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.