მიზნები, გეგმები - ციტატები, გამონათქვამები
მიზნები, გეგმები - ციტატები, გამონათქვამები მიზნები, გეგმები, გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ქართველები გლობალურად ძალიან კარგად ვაზროვნებთ, ვადგენთ გენიალურ გეგმებს, მაგრამ, როგორც წესი, ვერ ვახორციელებთ მათ, რადგან სწორად საქმის დაწყება, დიდისგან მცირის, მაგრამ მნიშვნელოვანის, გამოყოფა გვიჭირს. ჩვენში, როგორც ჩანს, თეორ... იხილეთ სრულად
წმინდა მამები და, საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდნენ.
წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოო. მაშინ იქნება წამოწყება რეალური და იმედის მომცემი.
ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.
ერთი ცნობილი ფილოსოფოსი თავის ნაშრომში მსჯელობს მიზნის თავისებურ განუსაზღვრელ მრავლობითობაზე, „ათას და ერთ მიზანზე“. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც დღეს. მიზნები უთვალავი გვაქვს, გეგმები - უდიდესი, ხოლო კონკრეტული - არაფ... იხილეთ სრულად