მონობა - ციტატები, გამონათქვამები
მონობა - ციტატები, გამონათქვამები მონობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
ჩვენ კი, თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ. ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.
შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, ვერ ცხონდები, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები.
ნეტარია ის, ვისაც ისევე გულმოდგინებით სურს მონობა ღვთისა, როგორც ერთგულ მონებს თავიანთი პატრონისა
თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს.
ადამიანი შეიძლება გახდეს მონა საზოგადოებრივი აზრისა, სტიქიისა, წეს-ჩვეულებისა, თავსმოხვეული სოციალური ყოფისა, ფულისა.