ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას...
იხილეთ სრულად
ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება – აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით "შეყვარებული ღვთის ვენახი".
link
საღმრთო წერილი გავსწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გავსწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია, გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.
link
ნაყოფი კაცისა არის ყველა კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაც იგი ამქვეყანაში აღასრულებს. ქრისტიანისათვის ეს უპირველესად ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა. ისევე, როგორც ხეხილთა შორის არსი განსხვავება, ზოგი მათგანი უფრო ძვირფასს...
იხილეთ სრულად
ნაყოფი კაცისა არის ყველა კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაც იგი ამქვეყანაში აღასრულებს. ქრისტიანისათვის ეს უპირველესად ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა. ისევე, როგორც ხეხილთა შორის არსი განსხვავება, ზოგი მათგანი უფრო ძვირფასსა და ტკბილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგიც კიდევ უბრალოსა და დაბალს, ასევე ქრისტიანთა შორისაც, ზოგმა დიდი ნაყოფი უნდა გამოიღოს, ზოგმაც მცირე, მაგრამ უნაყოფო კი არცერთი მათგანი არ უნდა დარჩეს.
link